საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მარიამ ჯაშის თქმით, გასაკვირია ის დამოკიდებულება და კრიტიკა, რომელიც ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის დაწესებას მოჰყვა.
“საქართველოს აქვს ქრისტიანობის 17-საუკუნოვანი ისტორია. ჩვენ შეგვიძლია ქრისტიანულ სამყაროში, განსაკუთრებით ქრისტიანობის აღმოსავლეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად პოზიციონირება. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს როგორც ქართულ ეკლესიას, ასევე, საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული კულტურის ცნობადობას”, – განაცხადა განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.
საქართველოს პარლამენტმა 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც განისაზღვრა. ღვთისმშობლის წილხვედრობის აღნიშვნის ინიციატივა ილია მეორეს ეკუთვნის, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
ამავე თემაზე:
წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯება