ახალი ამბები

მარნეულში 54 მსხვილფეხა პირუტყვი ერთდროულად დაიხოცა – სურსათის ეროვნული სააგენტო

9 მაისი, 2019 •
მარნეულში 54 მსხვილფეხა პირუტყვი ერთდროულად დაიხოცა – სურსათის ეროვნული სააგენტო

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, 54 მსხვილფეხა პირუტყვის დახოცვის ფაქტზე სურსათის ეროვნულმ სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვი ერთდროულად დაიხოცა.

“ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი,”-აცხადებენ სააგენტოში.

მწყემსი რუსთავი 2-ს უყვება, რომ სანამ ძროხები დაიხოცებოდნენ, მანამდე რწყილის საწინააღმდეგო წამლით დაბანეს. ამის შემდეგ პირუტყვი ერთდოულად ძირს დაეცა. მისივე თქმით, მეპატრონემ ვეტერინარები გამოიძახა, თუმცა ძროხები მათ მოსვლამდე დაიხოცნენ. მწყემსი ამტკიცებს, რომ ძროხებს რაიმე დაავადება არ ჰქონიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი