ახალი ამბები

დოლიძე: პრემიერ–მინისტრთან გულწრფელი საუბარი გვქონდა

3 ნოემბერი, 2014 •
დოლიძე: პრემიერ–მინისტრთან გულწრფელი საუბარი გვქონდა

“თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ფრაქციის წევრებს პრემიერ–მინისტრთან გულწრფელი საუბარი ჰქონდათ:

 

“რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი. თავდაცვის მინისტრისგან წარმოდგენილი იყო დამატებითი არგუმენტები, როგორც სიტყვიერი, ასევე, წერილობითი. პრემიერი დაგვპირდა, რომ მათ შეისწავლის” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა:

 

“შევეხეთ გახმაურებულ თემასაც, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანთან. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა დამატებითი არგუმენტები წარმოადგინა. ირაკლი ღარიბაშვილი დაგვპირდა, რომ ამ არგუმენტებს ყურადღებით გაეცნობა”. 

 

თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლნგვასთან დაკაშირებით  დააკავეს. მათ ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით  29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი