ახალი ამბები

რულოვსს „ოცნების“ კანდიდატთან დებატები განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში სურს

9 მაისი, 2019 • 1111
რულოვსს „ოცნების“ კანდიდატთან დებატები განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში სურს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“/გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ თანახმაა, მიიღოს ოპონენტის, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გეგა შენგელიას გამოწვევა დებატებში, თუმცა დებატების გამართვა არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არამედ განმუხურის ამფითეატრში სურს.

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ რულოვსი 7 მაისს გამოიწვია დებატებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რულოვსმა 9 მაისს საპასუხო ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს:

„გავმართოთ ღია საუბარი ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიაში. აი, აქ, ამ გაჭირვებულ ამფითეატრში, სადაც დისკუსიაში ჩვენთან ერთად ზუგდიდელები მიიღებენ მონაწილეობას … და სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა“.


ნახეთ ასევე:

ზუგდიდში “ოცნების” მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს

მასალების გადაბეჭდვის წესი