ახალი ამბები

ზუგდიდში “ოცნების” მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს

7 მაისი, 2019 • 1513
ზუგდიდში “ოცნების” მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში გამოიწვია. განცხადება მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ “პირისპირ” გააკეთა.

ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმათულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში, ამიტომ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობა და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო, იმიტომ, რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო, ეს არის ჩვენითვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მმართველი პარტიის კანდიდატის თქმით, მთვარია, ზუგდიდის მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული, რათა გააკეთონ სწორი არჩევანი, რადგან ეს არის დემოკრატიული პროცესის მთავარი ფუძე.

ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ ბევრ საკითხზე და მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონი სანდრა რულოვსი დებატეში საზოგადოებრივ მაუწყებლზე, სადაც შეგვეძლება პირისპირ ვისაუბროთ ყველა ამ საკითხე პირდაპირ ეთერში. გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გადაცემაში “პირისპირ”.

გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში საკურთარ პროგრამაზე და გეგმებზე ისაუბრა.

რულოვსს შენგელიასთან დებატები განმუხურში გაჩერებულ ამფითეატრში სურს

სანდრა რულოვსმა გეგა შენგელიას ორი დღის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით უპასუხა და ხალხთან ღია საუბრებზე განმუხურში გაჩერებულ ამფითეატრში მიიწვია.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის პირობებით, დებატები არა “ივანიშვილის მართულ” ტელევიზიებში, არამედ ღია სივრცეში უნდა გაიმართოს, სადაც ყველა მედია საშუალებას თანაბარი გაშუქების შესაძლებლობა ექნება.

ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს, ხელისუფლებასთან, რომელმაც მთელი ქვეყანა გააღატაკა. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს – პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე. ამიტომ, “ოცნების” კანდიდატს ვთავაზობ ღია საუბარს ხალხთან – ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში”.

როგორც სანდრა რულოვსი ამბობს, განმუხურში გაჩერებულ ამფითეატრში გასამართ დისკუსიაში კანდიდატებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ზუგდიდელები და გამოთქვამენ თავის წუხილებს.

იხილეთ ვოდეო:

რულოვსს „ოცნების“ კანდიდატთან დებატები განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი