ახალი ამბები

წულუკიანი: დაირღვა დაუწერელი წესი, მინისტრის პატივისცემა ძალოვანის მხრიდან

3 ნოემბერი, 2014 • 1186
წულუკიანი: დაირღვა დაუწერელი წესი, მინისტრის პატივისცემა ძალოვანის მხრიდან

თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოასნი “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვასთან დაკაშირებით  დააკავეს. მათ ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით  29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

 

ამ პერიოდის განმავლობაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. წულუკიანის თქმით, ალასანიას საქართველოში არყოფნის დროს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით დაირღვა დაუწერელი წესი, რაც ძალოვანი სტრუქტურის მხრიდან მოქმედი მინისტრის პატივესცემას გულისხმობს

 

“ყველა გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მინისტრი არის წასული მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, დაელოდოს მას მანამ, სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს. რადგან იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა ის დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს ცემს ძალოვანებს და იმავეს მოითხოვს მათგანაც,“– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამ საქმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება პარლამენტის თავნჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც გააკეთა:

 

“ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის და თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველას მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდა, რომ ბრალდება საფუძვლიანი და მართებული არ არის, მაშინ იმ ადამიანების სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ეს საქმე წამოიწყო,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი