ახალი ამბები

სუს-ის მიერ ჩანაწერის გავრცელება იყო პრევენცია – სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე

8 მაისი, 2019 • 1023
სუს-ის მიერ ჩანაწერის გავრცელება იყო პრევენცია – სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ სუს-ის მიერ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება “პრევენციული მოქმედება” იყო.

“TV პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანის კითხვას, ხომ არ იყო ჩანაწერის გავრცელების მიზანი საზოგადოებრივი აზრის შექმნა შემდგომ მოქმედებამდე, დეპუტატმა ასე უპასუხა:

“ეს იყო ძალიან მაღალი სტანდარტის, სწორი გადაწყვეტილება და რატომ: როცა არსებობს ასეთი ტიპის ინფორმაცია და ეს ინფორმაცია რომ გახდეს საფუძველი ამ პირის დაკავების, ამ პირმა უნდა დაიწყოს მოქმედება. მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ ოპერატიულ ღონისძიებებში გამოიპაროს რაიმე დეტალი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სოსო გოგაშვილის ოჯახს. ამიტომ ეს მოქმედება იყო პრევენციული და გაფრთხილება”.

სუსი ირწმუნება, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს გეგმავდა მამამისის საფლავზე.

 

5 შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

მასალების გადაბეჭდვის წესი