ახალი ამბები

მეი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებში ლივერპულის მსგავსი წარმატება შეუძლია

8 მაისი, 2019 • 852
მეი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებში ლივერპულის მსგავსი წარმატება შეუძლია

“ჩემპიონთა ლიგის” ნახევარფინალში, ბარსელონაში წაგებული 3:0-ის შემდეგ, გუშინ, 7 მაისს “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე კატალონიური გრანდი 4:0 დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ეს ფაქტი “ბრექსიტის” თაობაზე ბრიტანელი პოლიტიკოსების დისკუსიის საფუძველი გახდა.

“ლეიბორისტების” ლიდერმა ჯერემი კორბინმა ტერეზა მეის ურჩია, “ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპისგან ისწავლოს, როგორ შეიძლება ევროპაში კარგი შედეგის მიღწევა.

როგორც “გარდიანი” წერს, კონსერვატორი თანაპარტიელები პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვენ, წარმოადგინოს თანამდებობის დატოვების დღის წესრიგი, მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა ბრექსიტის საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. ტერეზა მეის სურს, ბრექსიტზე შეთანხმებას მანამდე მიაღწიოს, ვიდრე თანამდებობას დატოვებს.

“მე ვფიქრობ, თუ შევხედავთ ლივერპულის გუშინდელ გამარჯვებას ბარსელონაზე, შეგვიძლია დავინახოთ შემდეგი: მაშინ როდესაც ყველა ამბობს, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ შენმა ევროპელმა ოპონენტებმა დაგამარცხეს, დრო გეწურება და დროა, დამარცხება აღიარო, სინამდვილეში ჩვენ ისევ შეგვიძლია წარმატების უზრუნველყოფა, თუ ყველანი გავერთიანდებით”, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

გაერთიანებულ სამეფოს 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი, თუმცა ლონდონი და ბრიუსელი ბრექსიტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. შედეგად, ევრევროკავშირი ბრექსიტის 31 ოქტომბრამდე გადავადებას დათანხმდა, შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებები კი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი