ახალი ამბები

საქართველოში ქალებზე ძალადობის გახშირებული ფაქტები ბერლინში გააპროტესტეს [ვიდეო]

2 ნოემბერი, 2014 • • 1403
საქართველოში ქალებზე ძალადობის გახშირებული ფაქტები ბერლინში გააპროტესტეს [ვიდეო]

“შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ ქალების მიმართ ძალადობის ის ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ვხედავთ იმას, რომ სახელმწიფო სამსახურებში მოხდეს რაოდენობრივი ქევდა ზღვარის შემოღება, რაც წამახალისებელი იქნება ქალებისთვის და ასევე გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას, რომ მისთვის ქალი მნიშვნელოვანია”, – აცხადებს სულხან გველესიანი.

 

აქციაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ გერმანიის მოქალაქეებიც: 

 

“ჩვენი აქციის მიზანია, რომ გამოვხატოთ პროტესტი იმის მიმართ, რაც დღეს საქართველოში ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები საზოგადოების განსჯის საგანი ხდება. ჩვენი, უცხოეთში მცხოვრები ქართველების სურვილი არის ის, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიურად დაიცვას ქალები ოჯახში ძალადობისგან. უნდა შეიმუშავოს მთელი რიგი რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ეს პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაიჭრება”, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ეკონომისტი იოსებ გუდიაშვილი.


Demonstration Berlin 01.11.2014 from sulkhan gvelesiani on Vimeo.


მასალების გადაბეჭდვის წესი