ახალი ამბები

შენგელი ფიცხელაური სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

7 მაისი, 2019 • 2704
შენგელი ფიცხელაური სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

დღეს, 7 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ოფიციალურად დაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე 73 წლის შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. სუს-ის ცნობით, ის გახარიას მრჩევლის პოზიციას 2019 წლის 22 იანვრიდან იკავებდა.

შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. სპეცსამსახურებიდან შენგელი ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს.

სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, 2003 წლის შემდეგ ფიცხელაური სხვადასხვა უნივერსიტეტში მუსაობდა, 2009 წლიდან კი დღემდე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი იყო.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შენგელი ფიცხელაური ბერა ივანიშვილის ქვისლის მამაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი