ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინა და ვეტო არ დაძლია, ნორმალური პროცესია:
“ეს ნორმალურია აბსოლიტურად , ეს დემოკრატიაა, ეს ქართველ ხალხს უნდოდა. რამდენად სწორი იყო ეს, მე ამის განხილვაში არ შევალ. ეს ჩემგან არაკორექტული იქნება. არ მინდა ვისაუბრო და შეფასებები გავაკეთო, რამდენად სწორი იყო და მართებული … ამის შეფასებას არ ვაპირებ. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მისი კონსტიტუციური უფლება. ეს არის მისი ნება და ამის თაობაზე განმრტებები გააკეთეს პარლამენტში ჩვენმა უმრავლესობამ” – ეს კომენტარი პრემიერ–მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ღარიბაშვილის შეფასებით, პარლამენტმა პრეზიდენტს ღირსეულად უპასუხა:
“საპარლამენტო უმრავლესობამ ღირსეულად უპასუხა პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას. მე ნორმალურად ვუყურებ ამ პორცესს და აქ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ჩვენ ერთმანათს ვაძლერებთ. უნდა ვისწავლოთ ჩვენს ჩარჩოში მოქმედება. ერთი მეორის კომპეტენციაში არ უნდა შეიჭრას. მოსახლეობისათვუს რთული იყო შეგუება, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია. არ უნდა ვიყოთ შებოჭილები.”
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები გაიზიარა და მოსმენების შესახებ კანონპროექტის მიღების გადავადებაზე დადებული ვეტო არ დაძლია.
რეგისტრაცია პარლამენტის 102-მა წევრმა გაიარა, აქედან პრეზიდენტის შენიშვნებს 95-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. შესაბამისად, დღის წესრიგიდან მოიხსნა ვეტოს დაძლევის საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს, რომელიც თებერვლამდე საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას აძლევს კვლავ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე და რომელიც პარლამენტმა 30 ოქტომბერს დაამტკიცა, ვეტო დაედო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ შსს-ს ე.წ. გასაღებზე წვდომა 2014 წლის 1 დეკემბრამდე შეუნარჩუნდება.

