იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი განაცხადის ფორმა დაამტკიცა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მუშაობა დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებისთვის შესავსები განცხადების ფორმა დამტკიცდა. განცხადების შევსება შესაძლებელია ელექტრონულად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველ მაისს  მიიღო, 2 მაისს მას საქართველოს პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა არ გამორიცხა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

ამავე თემაზე:

მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობას არ გამორიცხავს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.