ახალი ამბები

მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობას არ გამორიცხავს

6 მაისი, 2019 • 1416
მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობას არ გამორიცხავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

“აუცილებლად შეგატყობინებთ. წინასწარ არ მინდა… მეც მაქვს უფლება, რომ განცხადებების მიღების დაწყების შემდეგ ვიფიქრო ამ საკითხზე, არ გამოვრიცხავ ნამდვილად”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, განაცხადების მიღების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ 10 მოსამართლისაგან შემდგარ სიაში, რომელიც საბჭომ პარლამენტს გაუგზავნა 2018 წლის დეკემბერში. პროტესტის შემდეგ მოსამართლეებმა სიაზე უარი თქვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი