ახალი ამბები

არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა – პრეზიდენტი

6 მაისი, 2019 • 1172
არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა – პრეზიდენტი

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არ არის, მისი რესურსი კი კულტურაა.

დღეს, 6 მაისს, პროექტ “საქართველო-ევროპის” პრეზენტაციაზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ევროპის ქვეყნებში ძირითადად იცნობენ კულტურით და ამ მიმართულებით ქვეყანას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

“თუ საქართველოს ცნობადობა არსებობს უცხოეთში და პირველ რიგში ევროპაში, სწორედ კულტურულად არსებობს საქართველო და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ძალა, მონაპოვარი და რესურსიც. რესურსებზე როცა ვსაუბრობთ, არც გაზი გაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა. ეს ჩანს ყოველდღიურად და ამ კულტურით რომ გადის პატარა ქვეყანა, რომელიც 5 მილიონსაც არ აღწევს, ეს ნიშნავს, რომ აქ არის ძალიან დიდი პოტენციალი”,-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი