ალასანია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების შესახებ მასალებს პრემიერს გააცნობს

“მე გადავცემ პრემიერს ჩვენს მოსაზრებებს და მასალებს იმასთან დაკავშირებით, სადაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულო,”– განაცხადა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით “რუსთავი 2″–ის ეთერში მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

“ჩავხედე საქმეს, იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში,”– განაცხადა მან.

 

ალასანიას თქმით, აქვს იმედი, რომ  საქმეს გრიფი საიდუმლო უახლოეს საათებში მოეხსნება და გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება

 

თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლნგვასთან დაკაშირებით  დააკავეს. მათ ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით  29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი სასამართლომ ღკვეთის ღონისძიების სახით ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა. 

 

“ამ დღეებში მნიშვნელოვანი რაც გავაკეთე, შევხვდი ყველა ჩვენი დაკავებული ოფიცრის და თანამშრომლების ოჯახებს, ისინი ძალიან მტკიცედ დგანან, ეს ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ ოჯახების მხარდაჭერა ქონდეთ ჩვენს ბიჭებს,“– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმე სასამართლოში საიდუმლო საქმის წარმოების წესით განიხილება. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი