გამოიკვეთა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ქმედებები საგარეო კურსის შესაცვლელად – გომელაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა დღეს, 3 მაისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წელს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლას ცდილობდნენ.

“გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური საგარეო კურსის შეცვლის მიმართულებით. მიმდინარეობდა საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნა. ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – განაცხადა გომელაურმა.

სუს-ის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს გულისხმობს “უცხო ქვეყნებში”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.