თბილისში, თამარაშვილზე, სადაც 2 მაისის საღამოს კლდის ნაწილი ჩამოინგრა, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს.
მერიის ინფორმაციით, თამარაშვილზე გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა სრულად 13:00 საათისთვის აღდგება. ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი – თამარაშვილის ქუჩების და ყაზბეგის გამზირი – თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.
ჩამოშლილი ფერდობის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, თუმცა, როგორც ფეისბუკზე მომხმარებელთა ნაწილი წერს, გზა დაახლოებით ერთი საათია, რაც გაიხსნა. კლდის ჩამონგრევის გამო დილიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობი იყო.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2165227200192702&set=p.2165227200192702&type=1&theater
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, კლდიდან ქვები ღამით ჩამოიშალა. მერია ამბობს, რომ ქვათაცვენის შედეგად არავინ დაშავებულა, დამცავმა ბადემ კი შეაკავა ჩამოშლილი ქვა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი გასაწმენდი ტექნიკაც.