ახალი ამბები

გახარია: აშშ-ის ბაზებზე პრეზიდენტის გამონათქვამს არ შევაფასებ

2 მაისი, 2019 • 1204
გახარია: აშშ-ის ბაზებზე პრეზიდენტის გამონათქვამს არ შევაფასებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ შეაფასებს პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში აშშ-ის ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ “არ შეაფასებს პრეზიდენტის გამონათქვამს”.

გახარიას თქმით, აშშ საქართველოს სტრატგიული მოკავშირე და პარტნიორია და მასთან ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია:

“მე არ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს. მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ის არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე. როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ჭრილში ძირითადი და სტრატეგიული მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობა როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის ნაწილში არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი” , – ამბობს გახარია.

საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არ მგონია რეკომენდირებული იყოს – ზურაბიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი