ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

2 მაისი, 2019 • 1008
ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი – VTB CUP 2019.

შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.  ფინალური ეტაპი 5 მაისს გაიმართება.  ტურნირზე დასწრება თავისუფალია.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი