ახალი ამბები

მთავრობამ ერთიანი ჰერალდიკური ნიშნების განსაზღვრის მიზნით კომისია შექმნა

2 მაისი, 2019 • 763
მთავრობამ ერთიანი ჰერალდიკური ნიშნების განსაზღვრის მიზნით კომისია შექმნა

საქართველოს მთავრობამ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ერთიანი ჰერალდიკური ნიშნების განსაზღვრის მიზნით უწყებათაშორისი კომისია შექმნა.

კომისიის თავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია. კომისიაში ასევე შედიან მინისტრების მოადგილეები. კომისიამ ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ერთიანი სახელწმიფო სიმბოლოები 2 თვის ვადაში უნდა შეიმუშაოს.

მან ამისთვის კონკურსი უნდა გამოაცხადოს, ასევე უფლებამოსილია, სამუშაო პროცესში მიიწვიოს ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი