პოლონელმა მღვდელმა, რომელმაც ჰარი პოტერი და სხვა წიგნები დაწვა, ბოდიში მოიხადა

კათოლიკე მღვდელმა ჩრდილოეთ პოლონეთში, რომელიც “ბოროტი წიგნების”, მათ შორის ჰარი პოტერის საჯარო დაწვის ღონისძიებას ლიდერებოდა, ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გარდიანი ავრცელებს.

მღვდელმა რაფალ იაროშევიჩმა წიგნების ნაწილი მაგიასა და ოკულტიზმს დაუკავშირა და საჯაროდ დაწვა.

მოგვიანებით მან ფეისბუკზე განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა. მღვდელმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია განზრახვა, დაეგმო კონკრეტული ავტორები, რელიგიური თუ სოციალური ჯგუფები.

იაროშევიჩის განცხადებით, მან წიგნების დაწვის სცენების ამსახველი ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ფეისბუკიდან წაშალა.

ფოტო © გარდიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com