24 ოქტომბერს გამართულ სახდომაზე გადაწყდა, რომ 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირებული ტარიფი მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტარიფი გავრცელდება გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში.
მოქალაქეს შემცირებული ტარიფის გადახდა 25-ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
სემეკის იინფორმაციით, 2014 წლის პირველი ნოემბრიდან გაზგამანაწილებელ კომპანიებს ახალი რეგულაციები დაუწესდებათ:
კერძოდ, თუ კომპანია არ უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის 30-დღიან ვადაში მიერთებას, ასეთ შემთხვევაში მიერთების საფასური 400 ლარიდან 200 ლარამდე შემცირდება.








