“ნეტგაზეთს” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, რომ ნადირაძეს 2014 წლის 20 ოქტომბერს წევრობის 6- ლიანი უფლებამოსილება ამოეწურა და მისი თანამდებობა უკვე ვაკანტურია.
სემეკის ინფორმაცით, მაია ნადირაძე კომისიის წევრად 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით დაინიშნა.
ამ დროისათვის კომისიის 5 წევრიდან 2 ადგილი ვაკანტურია. 2013 წელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა კომისიის წევრ ზურა გაბელაიას და კომისის წევრის თანამდებობა ისევ ვაკანტურია.
“ორი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა კომისიის მუშაობას ხელს არ უშლის, რადგან გადაწყვეტილებების მისაღებად ქვორუმი 3 წევრით აქვთ განსაზღვრული” -აცხადებენ სემეკში.
კომისიის წევრის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობასთან შეთანხმებით, პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.
საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცახდა, რომ საქართველოს პრეზდენტმა სემეკის წევრის თანამდებობაზე მისი შეთავაზებული კანდიდატურა არ გაითვალისწინა.








