” აღნიშნული თბილისში მცხოვრებ ყველა იმ სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეხება, რომლებსაც ეს სტატუსი კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ მინიჭებული და რომლებიც შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები არიან” -განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი გამართულად არ მუშაობს, შეუძლია წერილობით მიმართოს კომპანიას. შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები ადგილზე შეამოწმებენ აღრიცხვიანობის სისტემას და უსასყიდლოდ აღმოფხვრიან ნებისმიერ ხარვეზს.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას ამჟამად თბილისში სულ 25 911 ოჯახი მიეკუთვნება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *