ახალი ამბებირეკლამა

პანდა გავლენის ქვეშ არ ექცევა

24 აპრილი, 2019 • 2807
პანდა გავლენის ქვეშ არ ექცევა

ბაზარზე ახალი კრეატიული სააგენტო „პანდა“ გამოჩნდა. ჩვენ ვაკეთებთ პროპაგანდას – ეს „პანდას“ ახალი მიდგომაა, რომლითაც ქართულ მარკეტინგულ ბაზარზე აპირებენ დამკვიდრებას.

პირველი, რაც “პანდაზე“ გახსენდება – გამორჩეული ხელწერაა, რომლითაც ინტერნეტსივრცის მომხმარებლებს უკვე დაამახოვრეს თავი რამდენიმე ვიდეოკლიპით. ახალი იმიჯით წარდგენა კი რამდენიმე მიზანს ემსახურება – ისინი ისევ აქტუალურები არიან, მათი მიზანი სარეკლამო სივრცეში ახალი სიტყვის თქმა და იმის დამტკიცებაა, რომ საკმარისია გაიფიქრო…და შენს გარშემო არსებული ერთფეროვნების შეცვლას შეძლებ. ერთფეროვნებას კი „პანდა“ თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიაში ხედავს.

„კრეატიული სააგენტო „პანდა“ ისევ აქტუალურია, ისევ თანამედროვე და „სმარტი“. სწორედ ამის გამო სარეკლამო პლატფორმად ძირითადად სოციალურ ქსელებს ირჩევს – ადგილს, სადაც თანამედროვე ადამიანები საკმაოდ ბევრ დროს ატარებენ; პროპაგანდა კი ჩვენი მთავარი მექანიზმია“,- ასეთია „პანდას“ მიდგომა.

კრეატიულ სააგენტოში ამბობენ, რომ კარგად იცნობენ მასების ფსიქოლოგიას, რაც წინა პროექტის დროსაც დამტკიცდა.
ინდივიდულური მიდგომა პროექტებისადმი, პროდუქტზე ორიენტირებული გრძელვადიანი კამპანია და არა ერთჯერადი სარეკლამო რგოლი – ეს კი ის მახასიათებლებია, რაც „პანდას“ საკუთარ კონკურენტულ უპირატესობად მიაჩნია.

„შეიძლება ითქვას, ეს მუშაობის ჩვენეული სტილია, ახალი ხედვა და სიტყვაა ქართულ სარეკლამო ბაზარზე, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგი“ – ამბობენ კრეატიულ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი