გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის ფსიქიატრიული საავადმყოფოს სტაციონარში ერთი წლით მოთავსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოართვა 1 000 ლარი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულმა იმავე მოქალაქეს გამოართვა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის საპენსიო ბარათი, რადგან შემდგომში ყოველთვიურად დაუფლებოდა ბარათზე დარიცხულ საპენსიო თანხას, 100 ლარს.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.