ახალი ამბები

ქალების ხმა – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

21 ოქტომბერი, 2014 • • 1117
ქალების ხმა – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

“მიუხედავად იმისა, რომ წელს 23 ქალი მოკლეს და კიდევ უფრო მეტ ქალზე განახორციელეს ფიზიკური, ეკონომიური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოვლად არაადეკვატურ განცხადებებს ავრცელებენ. არაფერი კეთდება ოჯახური ძალადობის პრევენციისათვის”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ სამზარეულოს ჭურჭლები, ქვაბები, კოვზები, ასევე, მათ თავსაფრით თვალები და პირი აქვთ ახვეული: “იმიტომ, რომ ბევრჯერ გვითხრეს, რომ არ უნდა უნდა შევიმჩნიოთ, არც ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ ქალები ვართ. მორჩილება და დუმილი გვმართებს”.

აქცია დღეისთვის საგანგებოდ დაიგეგმა, რადგან სწორედ დღეს დაკრძალავენ ილიაუნის ლექტორს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ქმარმა მოკლა.

 

“სამშაბათს მაკას დაკრძალვაა და როგორი მძაფრიც არ უნდა იყოს ჩვენი აქციის ფორმა, ის ვერ აღწერს რეალური პრობლის სიმძაფრეს. საქართველოს მთვარობის კანცელარიასთან თვალახვეულები და პირაკრულები მთავრობას შევახსენებთ, რომ ჩვენი ეს მდგომარეობა მათი პასუხისმგებლობაა. მათი დანაშაულია. თუ თვალს აგვარიდებენ, ქვაბების ხმა მაინც შეაწუხებთ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

 

მათივე განცხადებით, პერფორმანსი ილუსტრაციაა არსებული რეალობის:

 

“შეიძლება ვინმეს არ მოწონდეს ის, რომ ეს ფორმა ქალს როგორც მსხვერპლს წარმოაჩენს, მაგრამ ფაქტია და ჯობს სიმართლე აღვწეროთ – ჩვენ ვართ მსხვერპლი, კულტურის, ფსევდოტრადიციების, ეკლესიის, აგრესიული პატრიარქატის. ამის შემდეგ კი ავხმაურდებით იმ ინსტრუმენტებით, რაც ხელთ დაგვიტოვეს – ქვაბებით!”

მასალების გადაბეჭდვის წესი