ახალი ამბები

ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი – პრეზიდენტი

22 აპრილი, 2019 •
ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველი ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ზურაბიშვილი მარტვილში 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მის დაკავშირებას. მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ აქ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად, სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი