ახალი ამბები

ქალზე სისტემატური ძალადობისა და მუქარისთვის პირს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

22 აპრილი, 2019 • 946
ქალზე სისტემატური ძალადობისა და მუქარისთვის პირს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის თქმით, ბრალდებული 2018 წლის 3 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარ ქალს, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. განხორციელებული სისტემური ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 2 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 126 მუხლის  12  ნაწილით;  1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,  111-115 პირველი ნაწილით და 111-151 პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემური ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი