ახალი ამბები

BBC: თურქეთი ქურთებს კობანისთვის ბრძოლაში მისი საზღვრების გადაკვეთის საშუალებას მისცემს

20 ოქტომბერი, 2014 • 1012
BBC: თურქეთი ქურთებს კობანისთვის ბრძოლაში მისი საზღვრების გადაკვეთის საშუალებას მისცემს

მინისტრის თქმით, საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. ამ დრომდე თურქეთი ქურთ მებრძოლებს სირიაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

 

მთავრობა ამბობს, რომ ისინი დაკავშირებული არიან ქურთების მშრომელთა პარტიასთან (PKK), რომელიც ათწლეულების განმავლობაში თურქეთში უფრო ფართო ავტონომიის მოპოვებისთვის იბრძვის. ანკარაში ქურთების მშრომელთა პარტიას განიხილავენ, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას.

 

თურქეთზე ზეწოლა იქ მცხოვრებმა ქურთმა მოსახლეობამ მოახდინა, რათა თურქეთს მათთვის საშუალება მიეცა, რომ  “ისლამური სახელმწიფოს” ქალაქიდან გაძევებაში მონაწილეობა მიეღოთ. როგორც BBC წერს, ეს სიმბოლურად, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებას ნიშნავს.

 

ჩავსოღლუს განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აშშ–მა განაცხადა, რომ  მათ ქობანის შემოგარენში სირიელ ქურთ მებრძოლებს საბრძოლო და სამედიცინო მასალები საჰაერო გზით მიაწოდეს.

 თურქი ჯარისკაცები აშშ–ს წინამძღოლობით, კოალიციური ძალების მიერ კობანში IS–ის წინააღმდეგ ჩატარებული საჰაერო თავდაცხმის შემდეგ. © EPA   19.10.2014
თურქი ჯარისკაცები აშშ–ს წინამძღოლობით, კოალიციური ძალების მიერ კობანში IS–ის წინააღმდეგ ჩატარებული საჰაერო თავდაცხმის შემდეგ. © EPA 19.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი