ახალი ამბები

“ერთადერთი გზა შეთანხმებაა” – ზურაბიშვილი პანკისზე

21 აპრილი, 2019 • 862
“ერთადერთი გზა შეთანხმებაა” – ზურაბიშვილი პანკისზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მოქალაქეთა ინტერესები დაიცვას.

“ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში,ყველაფერი ვიღონო რათა დაცული იქნას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა,” – წერს ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი