ახალი ამბები |

გელა მთივლიშვილი: პანკისის ხეობაში პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

21 აპრილი, 2019 | | 1411
გელა მთივლიშვილი: პანკისის ხეობაში პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

გელა მთივლიშვილი, პანკისოს სათემო რადიოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დალეწილია შს სამინისტროს ტექნიკა და ერთ მანქანას ცეცხლი გაუკიდეს.

გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ დაზარალებულია რამდენიმე სპეცრაზმელიც. ამ წუთებში ისევ გრძელდება დაპირისპირება სპეცრაზმსა და პანკისის მოსახლეობას შორის. სპეცრაზმი მოსახლეობის მიმართულებით ისვრის ცრემლსადენ გაზს.

მოსახლეობა დღეს დილიდან აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას. ხელისუფლებამ პანკისში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი