ახალი ამბები

„სოლიდარობა პანკისელებს“ — დღეს თბილისში პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

21 აპრილი, 2019 • 2622
„სოლიდარობა პანკისელებს“ — დღეს თბილისში პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

მოქალაქეები დღეს, 21 აპრილს, 4-ის ნახევარზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან, პანკისის ხეობაში ჰესის აშენების წინააღმდეგ გამართული დემონსტაციების მონაწილეების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.

21 აპრილს დილის საათებში პანკისის ხეობაში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

პანკისში ასობით ადამიანია პროტესტის ნიშნად გამოსული. ისინი ამბობენ, რომ მშვიდობიან წინააღმდეგობას გაუწევენ მშენებლებს და „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ. ხეობაში სამართალდამცავების დიდი რაოდენობა ამ დრომდე რჩება. სულხან ბორძიკაშვილის თანახმად, სიტუაცია სწორედ სპეცრაზმელების დიდი რაოდენობით შეყვანამ დაძაბა.

„არ დავუშვათ ჰესების მოწინააღმდეგე, ჩვენი პანკისელი თანამოქალაქეების სპეზრაზმის მეშვეობით კიდევ ერთი და მასშტაბური დარბევა ! არ დავუშვათ, საქართველოს ულამაზესი კუთხეების მდინარეების გარეშე დატოვება და დატბორვა“, — წერს აქციის ორგანიზატორი, აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი