გიორგი მარგველაშვილმა და იანოშ ჰერმანმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც მათ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გზებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებასა დას აქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ ხელშეკრულების პროექტს. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის, მათ შორის მონიტორინგის მისიის ჩაბმულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ვითარების დეესკალაციის მიზნით.