ახალი ამბები

გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს – იმედი

18 აპრილი, 2019 • 817
გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს – იმედი

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დღეს, 18 აპრილს თანამდებობას დატოვებს.

ამ ინფორმაციას მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

ქობულია მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა. ის ბოლო 18 წლის მანძილზე ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “McKinsey & Company”-სთან თანამშრომლობდა. ქობულია კომპანიის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი