ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: “ოლიმპიური ვარსკვლავის” დირექტორმა 15 მილიონ ლარამდე მიითვისა

17 ოქტომბერი, 2014 • • 1072
საგამოძიებო სამსახური: “ოლიმპიური ვარსკვლავის” დირექტორმა 15 მილიონ ლარამდე მიითვისა

გამოძიების ცნობით, ზაზა რაზიკაშვილმა 2006 – 2010 წლებში, მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი და კომერციული ფართების შეძენის სანაცვლოდ, შეტანილი თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა ქ.თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც დღესაც დაუსრულებელია.

 

გამოძიების ინფორმაციით, ზაზა რაზიკაშვილმა 14  800 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც 100-ზე მეტ მოქალაქეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული ზაზა რაზიკაშვილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის’’ თავმჯდომარე და შპს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დირექტორია. ზაზა რაზიკაშვილი ბრალდებულის სახით საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.        

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11  წლამდე ვადით.

'ოლიმპიური ვარსკვლავი'

მასალების გადაბეჭდვის წესი