ახალი ამბებირეკლამა

ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

18 აპრილი, 2019 • 1333
ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანიასთან FlyHelp–ი თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთის ღირებულების 75%-ს, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა.  

მომხმარებელი უბრალოდ ავსებს განაცხადს კომპანიის ვებგვერდზე www.flyhelp.ge, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით,  ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა. მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს 1800 ლარამდე ოდენობის კომპენსაცია, რაც  დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.

FlyHelp -ის კომპენსაცია ვრცელდება: ფრენის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შემთხვევებზე. კომპენსაციის მისაღებად მგზავრი ატყობინებს FlyHelp-ს რეისის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შესახებ, რის შემდეგაც კომპანია უსასყიდლოდ ამოწმებს ეკუთვნის თუ არა მომხმარებელს კომპენსაცია და ამზადებს სარჩელს. საქმის მოგებისთანავე მგზავრი იღებს თანხას.

მომხმარებლის მხარდაჭერა მოგზაურობისას, ბილაინის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ბილაინი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ კომფორტული და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი როუმინგის მომსახურება, მათ შორის: ზარების განხორციელება და მიღება, SMS სერვისი და მობილური ინტერნეტი. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ბილაინის აბონენტს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით. ბილაინი პირველი საქართველოში სთავაზობს მომხმარებელს როუმინგის მომსახურებასა და სამოგზაურო დაზღვევას ერთობლივად – ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, აბონენტი ავტომატურად, უფასოდ სარგებლობს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით.  

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.flyhelp.ge; www.beeline.ge

[yellow_box]ბილაინის შესახებ[/yellow_box]

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

მასალების გადაბეჭდვის წესი