ახალი ამბები

ანონსი – 16 ოქტომბერი

15 ოქტომბერი, 2014 • • 1212
ანონსი – 16 ოქტომბერი

10:00 თბილისი მარიოტში სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირების ფორუმი გაიხსნება;


10:00 ზოგადი განათლების პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი ეკა ჩერქეზიშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  ზოგად განათლებაში არსებული პრობლემები.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;


11:30 გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შესაძლებელა თუ არა საჯარო სკოლებში ნორმალური განათლების მიღება და სკოლებში შემაშფოთებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

 

11.30 “კვირას” პრესკლუბში  არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ;თემა: ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განმხილველ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიძვილზე მოსალოდნელი ზეწოლა მისი ნათესავის კონსტანტინე კუბლაშვილის მხრიდან.

 

11:00 სახალხო დამცველი ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებას ეწვევა და იქ არსებულ პირობებს გაეცნობა;

 

11:00 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია გაიმართება საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია” მე-3 პავილიონში (წერეთლის გამზირი #118);

 

11.00 თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური არქიტექტორებთან პირველ გაფართოებულ შეხვედრას გამართავს. შარტავას 7;


11:00 ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ნაციონალური  მოძრაობა თბილისი“ ატარებს ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, სადაც მოწვეულია ისნის რაიონის გამგებელი –ვახტანგ ქიზიყურაშვილი ისნის რაიონის გამგეობაში თანამშრომლებზე ზეწოლისა და 2014 წელს დაგეგმილი კონკურსი–ატესტაციის საკითხების მოსმინა/განიხილვის მიზნით;

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ნაციონალურ მოძრაობის” ოფისთან გამართული აქცია და სამომავლო გეგმები;


12:00“პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-აფხაზეთის შორის ინტეგრაცია და საფრთხეები;

 

12:00 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები „საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის“ მონაწილე 61 სტუდენტს პროგრამაში ჩართულობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს გადასცემენ;

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;


12.00 სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ უძრავი ქონებისსაერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “Colliers International” გამართავს პრეზენტაციას საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის დეტალებისა და მიმართულებების შესახებ;


12:30 “პირველ პრესკლუბში” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-აფხაზეთის შორის ინტეგრაცია და საფრთხეები;


12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროში სტატუს შეჩერებული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმართველობების ხელმძღვანელებს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდება;

 

12:00 თბილისის საკრებულოში “მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ კომისიის პირველი სხდომა გაიმართება , რომელსაც საკრებულოს დეპუტატებთან ერთად არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, ზედამხვედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ნიჟარაძე, ეკონიმიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის წარმომადგენელი დაესწრებიან;


12:00 ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ფერი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და შპს „ყაზბეგი ჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში , მდინარე ბროლისწყალზე  „ყაზბეგი ჰესის“ ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს დაესწრებიან;

 


13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს თემა: ისლამური სახელმწიფოს საშიშროება საქართველოში;


13:00 “პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-აფხაზეთის შორის ინტეგრაცია და საფრთხეები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები;

 

 

13.00 თბილისის მერიის გამწვანების სამსახური მიუსაფართა თავშესაფარს ნარგავების მოვლითი სამუშაოების ფარგლებში მოჭრილი გამხმარი ხეების საშეშე მერქანს გადასცემს მისამართი: მოსკოვის გამზირი, მიუსაფართა თავშესაფარი


13.00 საბურთალოს რაიონის გამგებელი სამამულო ომის უხუცეს ვეტერანს ანდრია კოროვინს 100 წლის იუბილეს მიულოცავს მისამართი: ნუცუბიძის ქ.15, ბინა 10


13:30 “პირველ პრესკლუბში” ყოფილი პოლიტპატიმრები განცხადებას გააკეთებენ. თემა: ნავთლუღის ე.წ. სპეცოპერაციის საქმე და საზოგადოების პოზიცია.


15:00 სახალხო დამცველი ვანის რაიონის მოსახლეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება.


16:00 სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის”საქართველოს სინფონიეტას” კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ფესტივალ “ქიზიყური შემოდგომის”ფარგლებში ტარდება;

მასალების გადაბეჭდვის წესი