ახალი ამბები

კალაძე: შიხიაშვილი რომ საჯარო სამასახურში დასაქმდა, მედიიდან შევიტყვე

14 ოქტომბერი, 2014 • • 1330
კალაძე: შიხიაშვილი რომ საჯარო სამასახურში დასაქმდა, მედიიდან შევიტყვე

“პარტიასთან და კოალიციასთან ნამდვილად არავითარი კავშირი არ აქვს. თქვენ თუ პოლიტიკურ მონაწილეობას, პორტირებას გულისხმობთ, არ ვიცი კონკრატულად არ პიროვნებაზე რატომ დაიწყო ასეთი ამბავი?” – ეს კომენტარი კალაძემ მოქალაქე გიორგი ბერეჟიანის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

 

მოქალაქე გიორგი ბერეჟიანმა ვიცე–პრემიერს ჰკითხა, თუ რატომ არ მოიცილა გუნდიდან ირაკლი შიხიაშვილი “ქართულმა ოცნებამ”?

 

“რომელიღაც მედიასაშუალებით გავრცელდა ჭორი, თითქოს ის პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნებოდა “ოცნების” მხრიდან, რაც საფუძველშივე სიცრუე იყო. მერე მეც მედიიდან შევიტყვე, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდა და ისიც ვიცი რამდენიმე ვეტერანისგან, რომ აქვთ მოლოდინები მისგან შედეგიანი მუშაობის. მოგეხსენებათ, ეს დეპარტამენტი წინა ხელისუფლების პირობებში თითქმის არ ფუნქციონირებდა და ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონფლიქტებში მონაწილე და დაღუპულთა ოჯახებს ყურადღება მიაქციოს და მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით და კვლავაც გრძელდება.”  

 

ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოში 2010 წელს “ნაციონალური მოძრაობის” სიით შევიდა. 2012 წელს, ხელისუფლის შეცვლამდე შიხიაშვილი “ქართულ ოცნებაში” გადავიდა. ყოფილი “ნაციონალი” თბილისის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფლების” თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს  თავმჯდომარედ 2013 წლის 26 ივლისს აირჩიეს. ირაკლი შიხიაშვილი “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხო არ დამდგარა. 


2014 წლის თვითმმართველობის არჩევვნებზე ვერც პროპორციულ და ვერც მაჟორიტარულ სიაში თბილისის საკრებულოს ექსთავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საარჩევნო სიაში კახი კალაძის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხვდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართა.


2014 წლის 9 სექტემბერს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანებით,  თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დაინიშნა. 

კახა კალაძე
კახა კალაძე

.  

მასალების გადაბეჭდვის წესი