ახალი ამბები

ანონსი – 13 ოქტომბერი

12 ოქტომბერი, 2014 • • 1180
ანონსი – 13 ოქტომბერი

08:30 – „დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება, რომელსაც გახსნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი; მისამართი: სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” საკონფერენციო დარბაზი;


10:30 – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საზოგადოებას ფუნდამენტური რეფორმის პროექტს წარუდგენს. მისამართი: სასტუმრო “რედისონი”;

 

11:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მოისმენენ თამარ სანიკიძის ანგარიშს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების აღდგენისა და გავითარების მიმართულებით ჩატარებული მუშაობის შესახებ. ადგილი: პარლამენტის თბილისის სასახლე, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი;


11:00 – თბილისის მერიაში თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ნინო ღოღობერიძე მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;

 

12:00 – კულტურის ექს-მინისტრი და „ივერია ბიზ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა ქვეყანაში განვითარებულ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: პრაიმტაიმის პრესკლუბი;

 

12:00 – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. ადგილი: პარლამენტის თბილისის სასახლე, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი;

 

12:30 –  „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობა. მისამართი: “პირველი პრესკლუბი”, წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული;

 

13:00 – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: პრაიმტაიმის პრესკლუბი;

 

13:00 – “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე განცხადებას გააკეთებს. მისამართი: “პირველი პრესკლუბი”, წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული;

15:00 – თბილისში ვანაძორის (სომხეთი) სახელმწიფო თეატრის გასტროლებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი რია ნოვოსტი;

 

15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. ადგილი: პარლამენტის თბილისის სასახლე, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი