ახალი ამბები

ანონსი – 9 ოქტომბერი

8 ოქტომბერი, 2014 • 1340
ანონსი – 9 ოქტომბერი

09:00 – სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, საქართველო-გაეროს თანამშრომლობის ახალი 5-წლიანი გეგმის განხილვა გაიმართება, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირმა ქავთარაძე და გაერო-ს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ნილს სკოტი.

10:00 – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენციაზე სიტყვით წარსდგება. მის: “შერატონ მეტეხი პალასი”.

10:30 –  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა მორიგი შერჩევითი შეწყალება”.

11:00 –  ზურაბ როსტიაშვილი და “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ

თემა: “პოლიციის მიერ ნარკოტიკების ჩადების ფაქტები”  მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #36

11:00 – პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზიში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
 

11:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრი, ირაკლი აბესაძე მერიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით პრესკონფერენციას გამართავს.

11:30 – “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი პაატა დავითაია იქნება.

თემა: “აფხაზეთში მიწების რუსებზე გასხვისება”

 

11:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “კორუფციული გარიგებები მერიაში, ევროსაბჭოს რეზოლუცია, 3500 ლარიანი დანამატები და 5 ლარით გაზრდილი პენსია”.

11:30 – “პირველ პრესკლუბში”, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “მიმდინარე პოლიტიკური პროცესები”.

11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, “ადვოკატთა ალიანსის” წევრები “ცენტრ პოინტის” საქმესა და დაგეგმილ ფაქრთომასშტაბიან აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

12:00 – “პირველ პრესკლუბში”, თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 – “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმრები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდენტური ომბუდსმენის” წევრები.

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “კორუფციული გარიგებები ფოთის მერიაში”.

12:00 – პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12:00 – კონრად ადენაუერის ფონდში, კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართება, თემაზე: “საკვების გლობალური ფასების გავლენა ადგილობრივ ბაზრებზე და შედეგები ქართველი მომხმარებლისათვის”. მის: ელენე ახვლედიანის აღმართი #9ა

12:00 – სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი კოვზანაძე დიპლომატიურ კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ფონდის 2013 წლის ფინანსური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

 

12:00 – “ლიბერთი ბანკის” ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ჭავჭავაძის #74

12:00 – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის შეხვედრა გაიმართება სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებთან, რომელსაც, თბილისის მერი დავით ნარმანია, ტურიზმის ეროვნული ცენტრის, ეკონომიკის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.

13:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში  ტრისტან წითელაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

 

13:00 – “პარიმატიმის” პრესკლუბში, კახა კოჟორიძე, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: “თბილისის მერიის თანამშრომლეთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნა”

 

13:00 – პარლამენტშის კკინოდარბაზში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

13:00 – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) კვლევის – “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული მონიტორინგი და ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაძლიერება” პრეზენტაციას გამართავს. მის: ონიაშვილის #37

13:30 – ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

15:30- პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ შენობას გახსნიან.

16:30 – სახალხო დამცველი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან ერთად კონფერენციას გამართავს.

17:00 – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქველმოქმედო ფონდის – “დაცული საზოგადოება” პრეზენტაცია შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი