ახალი ამბები

ღარიბაშვილი ბოდიშს უხდის უცხოელ მოქალაქეებს სავიზო პოლიტიკით შექმნილი პრობლემების გამო

8 ოქტომბერი, 2014 • • 986
ღარიბაშვილი ბოდიშს უხდის უცხოელ მოქალაქეებს სავიზო პოლიტიკით შექმნილი პრობლემების გამო

მისივე თქმით, ეს არ არის მიზანმიმართული პოლიტიკა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამ პროცესში დაფიქსირებული ყველა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრება:

 

„მინდა განვმარტო, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების უკეთ დაცვას, საქართველოში მიგრაციული პროცესების ეფექტურად მართვას. საზღვრის დაცვის პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტიანად და ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც მინისტრმა ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა. 11 ახალი სასაზღვრო სექტორი იხსნება მოკლე პერიოდში, მესაზღვრეებს გაეზარდათ ხელფასი, ძალიან ბევრი ეფექტიანი პროექტი განახორციელეს. ეს ყველაფერი შექმნის ძალიან კარგ სურათს, რომ ჩვენი ქვეყნის სანდოობა ევროპის ქვეყნებში გაიზარდოს, იყოს მეტი უსაფრთხოება და უფრო დაცული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან საქართველოში ახალი სავიზო პოლიტიკა ამოქმედდა, რამაც პრობლემები შეუქმნა უცხოეთის ბევრ მოქალაქეს, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და სწავლობდნენ საქართველოში. რამდენიმე დღის წინ მთავრობამ განაცხადა, რომ ახალ რეგულაციებში ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ცვლილებები განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი