ახალი ამბები

პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს — ბახტაძე PACE-ში

10 აპრილი, 2019 • 711
პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს — ბახტაძე PACE-ში

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სიტყვითგამოსვლისას განაცხადა, რომ უდიდესი ნაკლი, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლინდა, „ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ იყო, თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა კონტინენტზე მხოლოდ საქართველოს არ აქვს.

მომზადებული სიტყვის შემდეგ ბახტაძეს პირველი კითხვა დაუსვა პოლონელმა დეპუტატმა, ევროპული სახალხო პარტიის (EPP-ის) წარმომადგენელმა, ალექსანდერ პოჩეიმ (Pociej). კითხვა არჩევნების დროს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებსა და ძალადობას შეეხებოდა. ბახტაძემ მას ასე უპასუხა:

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიული მოვლენა იყო. ამ არჩევნებამდე ჩვენ გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე. და, რა თქმა უნდა, უდიდესი ნაკლი, რასაც არჩევნებზე დავაკვირდით, იყო ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი მაგალითი ჩვენს კონტინენტზე. მივიღეთ რეკომენდაციები ეუთოსგან და საქართველოს პარლამენტი ახლა მუშაობს, რათა მოახდინოს ამ რეკომენდაციების იმპლემენტაცია ჩვენს სამართლებრივ სისტემაში“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი