პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო ევროსაბჭოს ხაზინაში ნებაყოფლობით 500 ათას ევროს შეიტანს. ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას ბახტაძემ განაცხადა, რომ უკვე წლებია ქვეყანა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოების მხრიდან ფინანსური დახმარებებით სარგებლობს და ეს შენატანი მადლიერების გამოხატვის ნიშანი იქნება.
“რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევის ან საერთო ღირებულებების დაკნინების შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის- ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა.
საქართველო ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით,”-განაცხადა მამუკა ბახტაძე.
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს პასუხობს.