ახალი ამბები

PACE-ში პრემიერის გამოსვლამდე ჩაკრულოს შეასრულებენ

10 აპრილი, 2019 • 824
PACE-ში პრემიერის გამოსვლამდე ჩაკრულოს შეასრულებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე ანსამბლი “რუსთავი” “ჩაკრულოს” შეასრულებს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოვა. პრემიერის სიტყვით გამოსვლა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც იგი საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

ამავე თემაზე:

ევროსაბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი