“ცენტრ-პოინტის” დამფუძენბელ მაია რჩეულიშვილს სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისი საქალაქო სასამართლომ დღეს, 10 აპრილს გამოაცხადა. რჩეულიშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ქეთევან ჟორდანიას, დანაშაულის აღიარების შემდეგ, საპროცესო ხელშეკრულების საფუძველზე, მას 5-წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს.
შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილსა და შპს “დიღომი დისთრიქთ აფართმენთის” საორგანიზაციო განყოფილების ყოფილ უფროსს, ქეთევან ჟორდანიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2017 წელს წარუდგინა. აღნიშნული გულისხმობს თაღლითობას – მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, დიდი ოდენობით.