ახალი ამბებიტექნოლოგიები

15 იდენტობის ქურდი პროსახელისუფლებო ტროლი გამოვლინდა – MDF

8 აპრილი, 2019 • 24017
15 იდენტობის ქურდი პროსახელისუფლებო ტროლი გამოვლინდა – MDF

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოციალური ქსელის მიმოხილვის ახალი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის განცხადებით, გამოვლინდა იდენტობის ქურდი ფეისბუკის 15 პროფილი.

ფონდის ინფორმაციით, 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების – ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) – მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 – სერიალის პერსონაჟების, 1 – ფეისბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.

MDF-ის გამოვლენილი ტროლები - დააკლიკეთ

შენიშვნა: ტროლების ნაწილმა ფეისბუკი უკვე გააუქმა

  1. ფეისბუკის ტროლი: Mariam Svanidze
    რეალური ანგარიში: Svetlana Ajiotaje одежда
  2. ფეისბუკის ტროლი: Ketevan Arabuli
    რეალური ანგარიში: Lusine Vardanyan
  3. ფეისბუკის ტროლი: Giorgadze Lekso
    რეალური ანგარიში: Дмитрий Михайлов
  4. ფეისბუკის ტროლი: Tamro Todadze
    რეალური ანგარიში: Natasha Baskaeva
  5. ფეისბუკის ტროლი: Nino Menabde
    რეალური ანგარიში: Lina Abu-El-Khassan
  6. ფეისბუკის ტროლი: Marika Dgebuadze
    რეალური ანგარიში: Amalia Akhmedova
  7. ფეისბუკის ტროლი: ანი იორდანაშვილი
    რეალური ანგარიში: Christina Margaryan
  8. ფეისბუკის ტროლი: Nana Ediberidze
    რეალური ანგარიში: Marina Rozhkova
  9. ფეისბუკის ტროლი: Saba Giorgadze
    რეალური ანგარიში: Rashid Magomedov
  10. ფეისბუკის ტროლი: Marika Melikidze
    რეალური ანგარიში: Natalia Timofeeva (Solovyova)
  11. ფეისბუკის ტროლი: Salome Koridze
    რეალური ანგარიში: Gayane Harutyunyan
  12. ფეისბუკის ტროლი: გიორგი ტუღუში
    რეალური ანგარიში: Barış Arduç (თურქი მსახიობი)
  13. ფეისბუკის ტროლი: Salome Sixarulidze
    რეალური ანგარიში: Madalina Bellariu (მსახიობი)
  14. ფეისბუკის ტროლი: Marika Wveraidze
    რეალური ანგარიში: ავთენტურობა ვერ მოწმდება
  15. ფეისბუკის ტროლი: Giorgi Baliashvili
    რეალური ანგარიში: Игорь Бахмацкий

 

როგორც მედიის განვითარების ფონდის მიმოხილვაში ვკითხულობთ, 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს მოწონებული, ბევრ მათგანს კი- უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული.

იხილეთ სრული დოკუმენტი - დააკლიკეთ

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გამოვლენილი საეჭვო პროფილები სოციალურ ქსელებში ხელისუფლების, მმართველი პარტია ქართული ოცნებისა და მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ პოსტებს ან კომენტარებს აქვეყნებენ.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროფილები ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ პოსტებზე მწვავედ რეაგირებენ და საპირისპიროს დამტკიცებას თავიანთი კომენტარებით ცდილობენ.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ტროლები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების და სხვა ფეისბუკ მომხმარებლების პოსტების ან ინფორმაციის შინაარსს თავიანთ კომენტარებში ეჭვქვეშ აყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოსტების ავტორები თავიანთ მოსაზრებებს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ”, – ვკითხულობთ MDF-ის დოკუმენტში.

ფონდის ანალიზით, ერთი და იგივე ტროლები კონტრკომენტარებს, რომელთა მიზანი ხელისუფლების ქმედებების გამართლება იყო, განსხვავებულ თემატიკაზე წერდნენ, იქნებოდა ეს ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები, 2008 წლის ომი, დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზანშეწონილობა თუ სხვა საკითხები.

მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, ტროლების სამიზნე, TBC ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედიაა, რომელთა წინააღმდეგ პოსტები კამპანიურად ქვეყნდება და ერთგვაროვანი შინაარსისაა.

ამავე თემაზე:

სააკაშვილი აღიარებს, რომ არჩევნებზე ყალბი ამბების გვერდებს მისი მხარდამჭერები ქმნიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი