6 აპრილს, ანტალიის გრან პრის მეორე დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში რუსი მეტოქე, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამარჯვებული ხასან ხალმურზაევი დაამარცხა.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მაისურაძემ ჰოლანდიელ მეტოქეს სძლია. შემდგომ მან ბელგიელი და უკრაინელი ძიუდოისტები დაამარცხა, ვაზარით მოიგო ნახევარფინალიც და ფინალის საგზური გაინაღდა. ფინალური ასპარეზობები დღესვე, თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.
ანტალიის გრან პრიზე საქართველო 13 ძიუდოისტითაა წარმოდგენილა. გუშინ, 5 აპრილს, 66 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ, 7 აპრილს, დასკვნით საშეჯიბრო დღეს კი, სამ წონით კატეგორიაში 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.