ახალი ამბები

ანონსი – 2 ოქტომბერი

1 ოქტომბერი, 2014 • • 1908
ანონსი – 2 ოქტომბერი

11:00 კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალის „თოფუზის“ შესახებ, რომელიც 6-11 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის რეგიონში გაიმართება;


11:00 პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღომელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დაპირისპირება „თავისუფალ ზონასთან“. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23; 


12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰანსპეტერ ჰუბერი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს;


12:00 “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: ზაზა დავითაიაზე თავდასხმის ფაქტი, მიმდინარე პროცესები. მისამართი:წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი:ლიკა რამიშვილი 595 03 77 22;

 

12:30 “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “პიკასოს კლუბი” პრესკონფერენციას გამართავს; 

 

13:00 “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს; 


12:00 “ახალი მემერჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ზალადობა და დაპირისპირება; საარჩევნო კოდექსი და ხელისუფლების პასიურობა;


12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;


12.00 თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქომეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის წევრები შ.პ.ს ,,ა.ს. ჯგუფი1990′ -ის წარმომადგენლებს შეხვდებიან;


13:00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება;

მასალების გადაბეჭდვის წესი