ახალი ამბები

2019 წლის 3 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 21%-ით გაიზარდა

5 აპრილი, 2019 • 838
2019 წლის 3 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 21%-ით გაიზარდა

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 3 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 21 %-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 1 014 732 მგზავრს მოემსახურა. უწყების ცნობით, 2018 წლის ეს მაჩვენებელი 839 518 მგზავრი იყო.

“მარტში მგზავრების ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 314,065 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 290739 მგზავრი ). 3 თვის ჭრილში მგზავრების ნაკადის ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 804,673 მგზავრით 11% შეადგინა (2018 წელი 3 თვე – 723,941
მგზავრი),”-წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ წინა წლის მარტთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 83%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ანუ 53 316 ადამიანს. 2018 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 29 161 მგზავრი იყო.

“რაც შეეხება 3 თვის მონაცემებს, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101%-ით მეტია. (2018 წლის 3 თვე – 78020).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 21664-მა მგზავრმა ისარგებლა. რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის მარტი – 18631 მგზავრი). 3 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 41%-ით გაიზარდა და 51916 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 3 თვე – 36760 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის მარტში 421 მგზავრს მოემსახურა, რაც 60%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 მარტი – 263 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით 2019 წლის მარტში 44 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით (2018 მარტი – 27 მგზავრი მგზავრების ზრდა 30% ). ჯამში, 3 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,359-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 71%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წლის 3 თვე – 797),”-წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი